გორში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამასთან, გავრცელებული ცნობით, შესაძლოა ეს იყოს 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი. ამის შესახებ 18 წლის წინ დაკარგული ბიჭის ახლობლები საუბრობენ. ამ დროის განმავლობაში, ოჯახი ბავშვის ცხედარს გორის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეძებდა. მოზარდის ახლობლები მკვლელობაში ბრალს სდებენ იაგო ნებიერიძეს, რომელსაც 2019 წელს, ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.