სამართალდამცველებს ჯერ არ დაუკითხავთ ზურაბ მჭედლიძე, – პირი, რომელიც დიდ დიღომში ტექნიკის საწყობში ხანძრის შედეგად დაშავდა.
საწყობის მეპატრონეები აცხადებენ, რომ ამ პირს არ იცნობენ და არ აქვთ ინფორმაცია, საიდან აღმოჩნდა ის საწყობში, ასევე არ იციან, თუ რა კავშირი აქვს მჭედლიძეს მომხდარ ფაქტთან.
ზურაბ მჭედლიძე საავადმყოფოში რჩება. ადგილზე არის საპატრულო პოლიცია.
გვანცა გავაშელი მუშაობს თემაზე.