დღევანდელი სხდომის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი კომისიის წევრებს გამოძიების მიმართ ახალი პრეტენზიები უჩნდებათ.
დეპუტატებმა იმ ექსპერტებს მოუსმინეს, რომლებმაც მოკლული არასრულწლოვნების ცხედრები დაათვალიერეს. დაკითხვის დროს ექსპერტიზის ბიუროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა არ გამორიცხა, რომ დავით სარალიძის სხეულზე ჭრილობები ნივთმტკიცებად ამოღებული დანაშაულის იარაღის, ანუ დანის გარდა სხვა საგნებითაც ყოფილიყო მიყენებული.