საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით, ხვალ რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს 46 ოპოზიციონერი დეპუტატი. მათ პრეზიდენტს უკვე მიმართეს. ტექსტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს გაუუქმა მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.

მათი თქმით, ზიანი მიადგა საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. სანქცირების დაწესების შემდეგ ისინი სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრა იქნება ერთგვარი ტესტი, ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა ამ ინიციატივას. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 კანონმდებლის ხმა სჭირდება.