აშშ-ის სანქციების პოლიტიკა - პოლიტიკური შეფასებები

მომდევნო კვირაში „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. გადაწყვეტილება არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას სანქციების დაწესების შესახებ არაერთხელ მიუთითა. მაგალითად, სავიზო შეზღუდვა შესაძლოა არა მხოლოდ ოფიციალურ პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც შეეხოთ.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ დასავლეთიდან მკაცრი გზავნილები და მეორე მხრივ დახმარების პერსპექტივა ზოგიერთი დეპუტატის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს. ვეტოს დაძლევის პროცედურა სამშაბათს არის დაგეგმილი.