სექტემბერში ცნობილი უნდა გახდეს დასკვნა, რომელიც სამთვიანი მუშაობის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მოამზადა.
გამოქვეყნებამდე დასკვნის შინაარსი დაპირისპირების მიზეზი ხდება. კომისიაში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტის წინასწარ ვერსიას „ქართული ოცნება“ არაკვალიფიციურს უწოდებს.
არ არის გამორიცხული, რომ მმართველმა გუნდმა საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობა აღარ მიიღოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ „ევროპული საქართველო“ დასკვნის საბოლოო პროექტს დღის ბოლომდე არ გაუგზავნის.
უარყოფითი შეფასების მიუხედავად, ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობა ალტერნატიული დასკვნის მომზადებას არ აპირებს.