საგადასახადო კოდექსში კიდევ ექვსი ცვლილება შედის. მცირე მეწარმეებისთვის გათვალისწინებული შეღავათების გარდა, ფინანსთა სამინისტრო ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლასაც აანონსებს.
რეფორმა ქვეყანაში მოქმედ სსიპ-ებს, (ა)იპ-ებს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეინვესტირების შემთხვევაში, ისინი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. საფინანსო სექტორისთვის კი მსგავსი მოდელის ამოქმედება რამდენიმე წლით გადაიდო.
კანონპროექტის მიხედვით, შეღავათები დაწესდება საავტომობილო და საავიაციო ბიზნესისთვისაც.
სანდრო ჯუფალაკიანი დაინტერესდა, რა სარგებელს ელოდება ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო ცვლილებებით.