საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში

კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოახლოების ფონზე, საქართველო მიმართ საერთაშორისო ყურადღება იზრდება. პოლონეთის და გერმანიის შემდეგ, თბილისში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. პირველი დიპლომატის ვიზიტი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრით დაიწყო. დღის წესრიგის მთავარი თემაა, რა ეტაპზეა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი და სკეპტიკოსი ქვეყნის პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ კატრინ კოლონას განცხადებების მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. როგორი პოზიცია ექნება ოფიციალურ პარიზს წლის ბოლოს, როცა ევროპულმა საბჭომ საქართველოს სტატუსზე უნდა იმსჯელოს: დახმარების გაძლიერებული სურვილი ევროინტეგრაციის გზაზე – ასეთია კოლონას გზავნილი. სასამართლო, მედია, ადამიანის უფლებები, მესამე სექტორთან თანამშრომლობა – მაღალი რანგის სტუმარი მიუთითებს იმ რეფორმებსაც, რომლებიც ინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი იქნება.

ანა ბროლაძე დაუსვა დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეკითხვა.