საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წევრები საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წევრები საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.
საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ე.წ. გამყოფ ხაზთან მშვიდობიანი აქცია გამართეს, საქართველოს ჰიმნი იმღერეს და სიმბოლურად ცაში საჰაერო ბუშტები გაუშვეს.
საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წევრები ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარსაც ესტუმრნენ და პარიზში მცხოვრებლების მიერ შეგროვილი თანხით შეძენილი ნივთები გადასცეს.
აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების -„ფესვების” ფარგლებში გაიმართა.