„საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და ეს არის არსებითი მიღწევა“ – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა განაცხადა. დიეგო კოლასის თქმით, ევროკომისიამ კარგი სამუშაო შეასრულა და წევრ ქვეყნებს შორის ბალანსიც დაიცვა. საფრანგეთის ელჩი ახლა ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.