კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმას მოსახლეობა სასაფლაოს ტერიტორიაზე ქურდობის გახშირებული შემთხვევების გამო ჩივის.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მათი თქმით, იპარავენ როგორც მოსაპირკეთებელ მასალას, ასევე საფლავის ქვებს. მოსახლეობა გამოძიების დაწყებას და ყურადღებას ითხოვს.