მთავარ პროკურატურასთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
კრედიტორები პროკურატურისგან კომპანიის მფლობელ მერაბ ფერაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ფერაძე მათ დაპირდა რომ ციხის დატოვების შემდეგ ხელახლა აწარმოებს ბიზნესს და მათი ვალის დაბრუნებას შეძლებს.
აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას მთავარ პროკურორთან შეხვედრამდე გეგმავენ.