კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში სპორტული კომპლექსი შენდება.
დაგეგმილია საფეხბურთო და კალათბურთის სტადიონების და ფუტსალის დარბაზის, საცურაო აუზის და 30 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობა,რომელიც როგორც სპორტსმენებისთვის ისე სხვა ვიზიტორებისთვის იქნება განკუთვნილი.
გარიყულაში ასევე იგეგმება საფეხბურთო კლუბ „ინტერის“ აკადემიის ბაზაზე საფეხბურთო სკოლის გახსნა. დღეს მშენებარე სპორტული კომპლექსი „ინტერის“ აკადემიის ტექნიკურმა დირექტორმა დაათვალიერა. ამ დროისათვის უკვე აშენებულია კორტები, სადაც დევისის თასის შესარჩევი ეტაპი ჩატარდება სექტემბერში. კომპლექსი 8200კვ მეტრზე იქნება განთავსებული. სამშენებლო სამუშაოები სრულად მომდევნო წელს დასრულდება.