საერთაშორისო სასწავლო კურსი

ქართველი რადიოლოგებისთვის ულტრასონოგრაფიის საერთაშორისო სასწავლო კურსი ჩატარდა. ტრენინგი ევროპის და გერმანიის ულტრასონოგრაფიის ასოციაციათა ჯგუფმა, საქართველოს ულტრასონოგრაფიის წარმომადგენლებთან ერთად გამართა. კურსის ფარგლებში მოეწყო ვორქშოფი, სადაც მსმენელებმა სხვადასხვა ორგანოს კვლევებთან ერთად, უახლესი, პოსტკოვიდური ფილტვის სონოგრაფიული კვლევის მეთოდებიც შეისწავლეს.

ტრენინგი 4 ივნისს დაიწყო და დღეს დელეგატებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდება.