„არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ – ამ სახელწოდებით IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა ეროვნულ არქივში. სამდღიან კონფერენციაში 200-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს. კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: ფილოლოგია, ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა, კულტუროლოგია, ციფრული ესთეტიკა და დიზაინი, ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები, კონსერვაცია-რესტავრაცია.