„ღვინის დღეების“ ფარგლებში, 10-13 ოქტომბერს თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი – შედეგები და სიახლეები“ მასპინძლობს. კონფერენციას მსოფლიოს 11 ქვეყნიდან, 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება. ღონისძიების მიზანია, მევენახეობა – მეღვინეობის დარგის მკვლევრებს და სხვადასხვა დისციპლინების ექსპერტებს, დაინტერესებულ პირებს და ზოგადად, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგებისა და დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ.