საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მე-4 შეხვედრა

თბილისში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მე-4 შეხვედრა გაიმართა.

ექსპერტებმა შეაფასეს ჩატარებული სამუშაოები, პროგრამის შედეგები და მიღწევები.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა ცე ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და არსებული გამოწვევებს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით წარმატებული ნაბიჯი გადადგა.