პოლონეთის დედაქალაქში ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერია წარმოდგენილი.
ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა კი ირანია. თუმცა შეხვედრაზე ოფიციალური თეირანი, მისი რეგიონული მეტოქეებისგან განსხვავებით, მიწვეული არ არის. ისტორიულ კონფერენციაზე დასწრებისგან თავი შეიკავეს ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა, ისევე როგორც საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმაც, რომლებიც ვაშინგტონის ნაბიჯს არ ეთანხმებიან. საუბარია აშშ-ის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ამერიკა ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას ცალმხრივად გამოეთიშა.