უნგრეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი უკვე მეორედ მასპინძლობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის რუსულ აგრესიაზე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში, ისე უკრაინაში ამჟამად მიმდინარე ომზე. მისი თქმით, მთავარი არის მშვიდობა, რისთვისაც კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ტრადიციების ერთგულებასა და ქრისტიანულ ფასეულობებზე, ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კონფერენციაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა უნგრეთის პრემიერმაც.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე უნგრეთში