საერთაშორისო კონფერენცია „სილქ ვეინ როუდ 2024“

საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „სილქ ვეინ როუდ 2024“ ტარდება. მისი მიზანი აბრეშუმის გზის ქვეყნებში დარგის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ 2027 წელს საქართველო მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი ქვეყანა იქნება, თბილისში მიმდინარე სამდღიანი ღონისძიება კი მსოფლიო კონგრესის ერთგვარ მოსამზადებელი პროექტს წარმოადგენს. კონფერენციის ფარგლებში თბილისში იმყოფება მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 250 მომხსენებელი. დაგეგმილია სესიები, ლექცია-სემინარები, სატელიტური სიმპოზიუმები და ონლაინშეხვედრები. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა და მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის ხელმძღვანელმა.