„რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – ამ სახელწოდებით ბათუმში ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიებაში საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაცია და სახელწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მსჯელობის საგანია სხვადასხვა კონფესიაში არსებული გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზები. შეხვედრის მიზანია ინფორმაციის გაცვლა, თანამშრომლობა და პრობლემების ერთობლივად მოგვარება. კონფერენცია მეორედ ტარდება, ორგანიზატორები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი არიან.