საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გეგმის, წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური მონაწილეობის საკითხების შესახებ. ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ.

კონფერენცია პოლიტიკური ფორუმია, სადაც მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერები, ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები. სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მის მიერ წამოწყებულ საზოგადოებრივ კამპანიაზე „ჩემი ხმა ევროპას“ , რაც მისი თქმით, მიზნად ისახავს საერთო კონსოლიდაციას საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო.