თბილისი მართლმსაჯულების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
ორდღიანი ფორუმის მიზანია აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების პოპულარიზაცია და ევროპული გამოცდილების გაზიარება, ასევე, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების გაცნობა.
ღონისძიებას ევროპიდან მოწვეული ექსპერტები და რვა ქვეყნის დელეგაცია ესწრება.
კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.