აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ გამოცდილებას საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს.
2018 წელს, დასავლეთ საქართველოში, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის რეგიონსა და აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში 790 000 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა.
პროგრამის მიზანი ფაროსანას შემცირება და სასოფლო სამეურნეო კულტურების დაცვაა.
კონფერენციას ხელისუფლების, სამეცნიერო წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.