„ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება“, – ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის დაბადებიდან 250 წლის იუბილეს ეძღვნება.
ყურადღება მსოფლიოს ბიოკულტურულ, ენობრივ, პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე კეთდება. ღონიძიებას 15 ქვეყნის 85 წარმომადგენელი ესწრება.
კონფერენცია 2 ნოემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმოდ დაიხურება.