საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ედუ-გაიდმა“ საერთაშორისო განათლების გამოფენას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები, ასევე საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილები. მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლის მსურველებს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამები, სტიპენდიები, გრანტები და განათლების სფეროში არსებული სხვადასხვა პროექტები გააცნეს.
საერთაშორისო განათლების გამოფენა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს და დღეს 18:00 საათამდე გაგრძელდება.