გამარჯვებული გარემოსდაცვითი პროექტები

18:28, 24.09.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მცირე გრანტების ფარგლებში გამარჯვებული გარემოსდაცვითი პროექტები გამოავლინა.

საქართველოს რეგიონებში 18 არასამთავრობო და სათემო ორგანიზაცია უკვე ახორციელებს ახალ პროგრამებს. პროექტის მიზანი საქართველოს ბუნებრივი გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაა. მისი საერთო ღირებულება კი 1 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია. პროექტის დონორი ორგანიზაციები გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამაა.

მსგავსი