ანა დოლიძის განცხადება

ანა დოლიძე სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული შესაძლო კორუფციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში არაერთი აკადემიური დავა მიმდინარეობს, მათ შორისაა ფილოსოფიის დოქტორის, ნათია ბახტაძის საქმე.

თავად ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, კორუფციულ და დისკრიმინაციულ მმართველობაში ილიას უნივერსიტეტის რექტორი დაადანაშაულა, ხოლო სასამართლო სისტემას მიკერძოებულობაში დასდო ბრალი. ბახტაძის თქმით, ის ილიაუნიდან 2017 წელს აკადემიურ დაწინაურებაზე უარის მიღების შემდეგ გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს. როგორც ნათია ბახტაძე აცხადებს, დავა სასამართლოს პირველ ინსტანციაში მოიგო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა.

აღნიშნულ ბრალდებებს ილიაუნიში უსაფუძვლოს უწოდებენ. მათი განმარტებით, ნათია ბახტაძის შრომით ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, ხოლო აღნიშნულ პოზიციაზე ახალი კონკურსი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით არ გამოცხადებულა.