პირველკურსელების დაჯილდოება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა 100 პირველკურსელი, რომელიც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენა. ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით, 300 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი – ჯამში 10 პირველკურსელი. ისინი გაემგზავრნენ სან ფრანცისკოში, სადაც დაესწრებიან NBA-ს მატჩს და ესტუმრებიან სტენფორდის უნივერსიტეტს.