საერთაშორისო გამოხმაურებები ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საქმეზე
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას გმობს. უწყების განცხადებაში წერია, რომ ლიეტუვა მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებად, სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივების შესახებ. „ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ზაზა გახელაძის მხარდამჭერ ტექსტს აქვეყნებს ნორვეგიის ელჩიც და წერს, – საქართველოს მოქალაქის, უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივება მიუღებელია, „ვუერთდები ჩემს კოლეგებს, რომლებიც ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ,“ – ამბობს დიპლომატი.