ცხრაპუნქტიანი ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ფარგლებში, „ვეტინგის“ სისტემის ამოქმედების აუცილებლობას ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
მათი განცხადებით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ. ორგანიზაციის წევრებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ სხვა ხედვებზეც ისაუბრეს.