წყალბადის ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი ჩაატარა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ. ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლები. ფორუმზე მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს წყალბადის პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე. ასევე იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.