ტბათანა – ნასოფლარი მთაში, სადაც ისტორიულად წოვა-თუშები ცხოვრობდნენ, ადგილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობიდან ცხრა კილომეტრში, ზღვის დონიდან 2 000 მეტრზეა. ნასოფლარამდე რთული რელიეფის გრუნტიანი გზის გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და ისიც კარგ ამინდშია შესაძლებელი.
მთებს შორის მოქცეული ტბათანა, უნიკალური მდებარეობის გამო, თავგადასავლების მოყვარულებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. რა ტურისტული პოტენციალი გააჩნია საძოვრად ქცეულ ნასოფლარს და არსებობს თუ არა ისტორიული დასახლების იერსახის აღდგენის შესაძლებლობა.
ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი ტბათანიდან.