სადღესასწაულო ღვთისმსახურება

წუხელ ღამით, სადღესასწაულო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა რეგიონის მოქმედ ტაძარში ჩატარდა. ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ  ჩაატარა. ტაძარში შობის დღესასწაულის შესახვედრად მრევლი სხვადასხვა სოფლებიდან მივიდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შობის დღესასწაულს ეპარქიის წინამძღოლი ოკუპირებულ ახალგორში ხვდებოდა. წელს მეუფე ისაიამ ოკუპირებული ახალგორის ღვთისმშობლის ტაძარში წირვა ვერ აღავლინა, რადგან დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტა.