სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა

პარლამენტმა დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მათ შორის, ცნობილი გახდება, შეუწყდებათ თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს.

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია უკვე ცნობილია, სესია ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

რა განცხადებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში, – თეონა მანაგაძე განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში.