სადაზღვევო პოლისები საქართველოში

ყოველდღე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დაზღვევის თემა. დღითიდღე ცხადი ხდება, რომ მხოლოდ ხელფასი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანი სოციალურად იყოს დაცული. თუ მოქალაქე ჩართული არ არის სრულფასოვანი დაზღვევის სისტემაში, მისთვის  ჯანმრთელობის დაცვის სერვისი ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ, ყველას ინტერესია, რომ ერთი მხრივ, სადაზღვევო სისტემა გახდეს მდგრადი და სრულფასოვანი, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანები კარგად ერკვეოდნენ საკუთარ უფლებებში.

მარიამ სეთურიძის რეპორტაჟის გმირები ის ადამიანები არიან, რომლებიც სამსახურმა მინიმალური პაკეტებით უფასოდ დააზღვია, თუმცა, სწორედ ამის გამო ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა დარჩნენ. შედეგად დღეს მათთვის ჯანდაცვის ბევრი სერვისი ხელმიუწვდომელია.