ახალი ვალდებულებები კომპანიებისთვის

მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეები იანვრიდან დაზღვეულები იქნებიან. ეს ვალდებულება კომპანიებს კანონით დაეკისრებათ, თუმცა ობიექტებზე, სადაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას, დასაქმებულების დაზღვევის პირობები დამსაქმებლის და სადაზღვევო კომპანიის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.

სადაზღვევო სექტორს კანონში შესული ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვს. მათი მთავარი მოთხოვნა მინიმალური სადაზღვევო პაკეტების დაწესებაა.

მარიამ სეთურიძე არკვევდა, გადაიხედება თუ არა თვეების წინ მიღებული კანონი.