2019 წელს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის კიდევ ერთი მუხლი ამოქმედდება

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის კიდევ ერთი მუხლი ამოქმედდება 2019 წლის პირველი იანვრიდან.

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების მწარმოებლები ვალდებულები იქნებიან დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააზღვიონ.

პირობები, რომლითაც კომპანია თანამშრომელს დააზღვევს, სადაზღვევოსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული.

მარტის თვეში მიღებული კანონი სადაზღვევო პოლისის მინიმალურ ზღვარს არ ადგენს. სადაზღვეო სექტორისთვის ეს მიდგომა მიუღებელია, თავად კომპანიებში კი ფიქრობენ, რომ სადაზღვევო პაკეტების ფასი თავად ბაზარმა უნდა დაარეგულიროს.