ციტრუსოვანი კულტურების დაზღვევის პროცესი დაიწყო

საქართველოში ციტრუსოვანი კულტურების დაზღვევის პროცესი დაიწყო. მებაღეებს საკუთარი მოსავლის დაზღვევა წლის ბოლომდე შეეძლებათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ფერმერებს მოუწოდებს, არ დაელოდნონ ამინდის გაუარესებასა და დროულად დააზღვიონ მოსავალი.

სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს 70-პროცენტიან დაფინანსებას. დარჩენილ 30 პროცენტს აფინანსებს თვითონ ფერმერი. ციტრუსოვანი კულტურების დაზღვევა ფარავს ძირითად რისკებს. ესენია ქარიშხალი, ყინვა და სხვა ბუნებრივი მოვლენები, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მოსავალი.