სადავო მშენებლობა

პროტესტი მთაწმინდაზე დაგეგმილი კიდევ ერთი მშენებლობის გარშემო.

უფლებადამცველების, ადგილობრივების და პოლიტიკოსების წინააღმდეგობის მიუხედავად, ტვერელის სახელობის ეკლესიის გვერდით, სამსართულიანი ტერასული სახლი მაინც აშენდება. ასეთია მერიის პოზიცია.

დედაქალაქის მთავრობა მის მიერ ოქტომბერში გაცემულ სამშენებლო ნებართვაში კანონდარღვევას ვერ ხედავს, თუმცა გეოლოგიურ დასკვნას არ ენდობა და დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს საფრთხისშემცველად მიიჩნევს გარემოსდამცველების ნაწილი, რომელიც ეკლესიის ნგრევის საშიშროებაზე საუბრობს.

გვანცა გავაშელი არკვევდა, გადაიხედება, თუ არა სადავო სამშენებლო პროექტი.