საცობების პრობლემა თბილისში

საცობების პრობლემა თბილისში ყოველდღიურად სულ უფრო მწვავდება.

დედაქალაქის ქუჩებში პიკის საათებში სატრანსპორტო კოლაფსი იქმნება. მოქალაქეებს ავტომობილებით ზოგჯერ საათობით უწევთ დგომა. მერიას განმარტებების კეთება უწევს. თბილისის მთავრობა სატრანსპორტო გადაადგილების შეფერხების მთავარ გამომწვევ მიზეზად კოსტავას და ქეთევან წამებულის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და კერძო ავტომობილების რაოდენობის ზრდას ასახელებს. საკვანძო ადგილებზე გამტარუნარიანობის გაზრდას მერია სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანუ ოქტომბრიდან ელოდება.