ჭიათურის სკოლა-პანსიონში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა სააღდგომოდ საჩუქრები მიუტანა.
ბავშვებმა სტუმრებისთვის შემოქმედებითი საღამო და კონცერტი გამართეს. პანსიონის აღსაზრდელები ხელოვნებას, სპორტს, ცეკვას ეუფლებიან და ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები.