ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა.
31 საჩივრიდან ორი საჩივარი დაკმაყოფილდა, ერთზე განმცხადებელს უარი ეთქვა, დანარჩენი 28 საჩივარი კი განუხილველი დარჩა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.