ემზარ კვიციანის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში ნინო მეტრეველმა უფლებადამცველთან ერთად საჩივარი შეიტანა.
ნინო მეტრეველის განცხადებით, კვიციანის მხრიდან ის მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლია. მოქალაქე პროკურატურისგან მოითხოვს საქმის გამოძიებას და ემზარ კვიციანის პასუხისგებაში მიცემას.
ემზარ კვიციანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ემზარ კვიციანს ნინო მეტრეველის მიმართ მუქარა და შანტაჟი არ განუხორციელებია. მისივე განმარტებით, ნინო მეტრეველი ოჯახთან ერთად შეჭრილია კვიციანის საკუთრებაში.