საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება
პირველად საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში, ხმის მიცემის უფლება საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლისთვის არის შესაძლებელი.
კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად, არჩევანის გაკეთება ინტერნეტმომხმარებელსაც შეეძლება. საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება და მომხმარებელს 16 ქვეყნის მონაწილის მონაწილეს შორის 5 ფავორიტის მოწონება შეეძლება.
ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა 26 ნოემბერს, შოუს დაწყების წინ შეწყდება და 16-ივე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში კვლავ განახლდება. ონლაინ ხმები კონკურსანტთა ანგარიშის დაფაზე ქულებად აისახება.
გამარჯვებულ კონკურსანტს საერთაშორისო ჟიური ონლაინ ქულებთან ერთად გამოავლენს.