საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს „წისქვილმა“ უმასპინძლა

საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს რესტორანმა წისქვილმა უმასპინძლა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები.

ჩატარდა ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები. პატარა მომღერლები და დელეგაციის წევრები გაეცნენ ქართულ ფოლკლორს.

საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზულ შოუმდე მონაწილეებისთვის კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. საბავშვო ევროვიზიას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს.

ევროფესტივალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში 16 ქვეყნა მიიღებს მონაწილეობას.