საბავშვო ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტის გამოსვლა საერთაშორისო ჟიურიმ უკვე შეაფასა.
გენერალური რეპეტიცია მინსკის არენაზე გუშინ საღამოს გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ საკუთარი არჩევანი გააკეთა, თუმცა მათ გადაწყვეტილებას ჩვენ დღეს საღამოს, ფინალის ბოლოს გავიგებთ, როდესაც მათი ქულები მაყურებლის მოწონებასთან, ე.წ. ლაიქებთან დაჯამდება.
თამარ ედილაშვილის გამოსვლას არა მხოლოდ დარბაზში, არამედ მინსკის არენას კულისებში შეკრებილი დელეგაციების წარმომადგენლებიც უყურებდნენ და ქართველ კონკურსანტს გულშემატკივრობდნენ.
დღეს, საბავშვო ევროვიზიის ფინალში თამარი მეცამეტე ნომრად იმღერებს.
შოუ საღამოს 7 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.