საბავშვო ევროვიზია 2018

ევროვიზია 2018-ის ქართველ კონკურსანტს ბელარუსში საქართველოს ელჩმა უმასპინძლა.

შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრები და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვალერი კვარაცხელიამ თამარ ედილაშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ბელარუსში 3,000 ქართველი ცხოვრობს, რომლებიც მისი მხარდამჭერები არიან.

ვალერი კვარაცხელიამ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ორი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.