პოლონეთის წარმომადგენელი საბავშვო ევროვიზია 2018-ის გამარჯვებულია

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი როქსანა ვეგიელი გახდა.

საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი 144 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მე-13 ნომრად გამოვიდა სცენაზე.

თამარ ედილაშვილმა შეასრულა სიმღერა „შენი ხმა“, რომლის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

სიმღერა კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

დატოვე კომენტარი