საბავშვო ევროვიზია 2018

ორი დღე რჩება საბავშვო ევროვიზიის გახსნამდე.

პრესტიჟულ ღონისძიებას წელს ბელარუსი მასპინძლობს. მინსკის არენაზე გახსნის საზეიმო ცერემონიის რეპეტიცია უკვე დასრულდა. მასში ქართველმა კონკურსანტმა, თამარ ედილაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. კოსმიური ხომალდი და ფლეშმობი ბელორუსი მოცეკვავეების და მომღერლების მონაწილეობით – ასეთია სცენის კონცეფცია.

ფინალური შოუს ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კადრები რეპეტიციიდან და ხმის მიცემის პრინციპი – მარიკა შალიკაშვილის ჩართვა მინსკიდან.